ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია “ლელო საქართველოს” ლიდერებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია “ლელო საქართველოს” ლიდერებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი განაწყენება”მიშა ჩამოდი”-ს პლაკატებმა გამოიწვია.

აქციაზე იმყოფებოდა  “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძეც. მისი თქმით, პლაკატების ჭერა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ნებაა, რომელსაც ვერ და არ შეზღუდავენ.

“თუ აქ ყველა პარტიის წარმომადგენელი ვართ და ჩვენი ლიდერები გვყავს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს პატივი არ ვცეთ. დროა ბავშვებივით არ მოვიქცეთ და თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და საერთო მიზნისკენ გავერთიანდეთ”-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, გუშინ “ტვ პირველის” ეთერში ოპოზიციური სპექტრის ლიდერების შორის მწვავე დაპირისპირება სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ “გაერთიანებული ოპოზიცია” მასშტაბურ აქციას 22 ნოემბერს აანონსებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები