აჭარაში კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა მათ შორისაა 32 წლის ქალი, რომელიც ბინაზე მკურნალობდა.

აჭრის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით პაციენტს კორონავირუსთან ერთად- პნევმონია, მარჯვენამხრივი სპონტანური პნევნოთორაქსი, დაუზუსტებელი თავის ტვინის დაზიანება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრესსინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, კომა, ღვიძლის უკმარისობა, ანემია ასევე არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

მედიკოსების თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმე იყო. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდა.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები