ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან პაციენტი გადმოვარდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი გადმოვარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ექიმების ინფორმაციით, ის ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრია და პერიოდულად თავადაც მეთვალყურეობდა.

შემთხვვეის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია, არსებული ინფორმაციით, პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.

“პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება”, – განაცხადეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები