ბათუმში საპროტესტო აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ადგილზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილიც იმყოფება. მისი თქმით, მშვიდობიანი აქციის დაშლას არ აპირებენ, თუმცა კანონის შესაბამისად მოხდება რეაგირება და ყველა შეკრებილი დაჯარიმდება. ანანიაშვილმა არ დააკონკრეტა თუ რა ფორმით და როდის დააჯარიმებენ აქციის მონაწილეებს.
“როგორც ხედავთ მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს, კანონის შესაბამისად მოვიქცევით და ყველა აქ მყოფი დაჯარიმდება, რადგან 10 საათი ერთი საათია რაც შესრულდა და არ დაშლილან. ძალისმიერი მეთოდებს არ გამოვიყენებთ”,-განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.