აჭარაში კორონავირუსით 39 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
“ბათუმის სამედიცინო ცენტრში 39 წლის ქალი, კორონავირსის სიმპტომებით შევიდა 3 ნოემბერს. მისი დიაგნოზი- კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, ასევე ესენციური ჰიპერტენზია იყო. ვირუსი დაუდასტურდა 4 ნოემბერს”- განაცხადეს უწყებაში.
დღეის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილებს კოვიდ19-თან ერთად თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდათ.
ცნობისთვის, ბათუმის კოვიდკლინიკებში მკურნალობას 5 000 პირი გადის. მათ შორის 100-ის მდგომარეობა კრიტიკულია.