გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
რაც შეეხება გარდაცვლილ პაციენტებს- აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
“რესპუბლიკური საავადმყოფოში 61 წლის ქალი გარდაიცვალა. მას ჰქონდა მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ასევე იყო ინსულინდამოკიდებული. ხოლო მეორე გარდაცვლილი – 75 წლის ქალი, კლინიკაში 10 ოქტომბერს შეიყვანეს. მისი ანამნეზი იყო – კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ობსტრუქციული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი”, – აცხადებენ სამინისტროში.
აჭარის მასშტაბით საავადმყოფოებში 723 პაციენტი მკურნალობს, საკარანტინე სივრცეში 1 426 პირია მოთავსებული, კოვიდსასტუმროებში -1 127, თვითიზოლაციაში კი 11 423 მოქალაქე იმყოფება.