რომელ რეგიონებში გაიმართება მეორე ტური და ვინ მიიღებს მონაწილეობას

წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს ექვს რეგიონში – კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
რეგიონებში არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას, ვინაიდან სწორედ ამ პარტიების კანდიდატებმა მიიღეს ყველაზე მეტი ხმები.
ამ დროისთვის არსებული მონაცემები კი ასეთია:
1. სამეგრელო, N27 ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი
ირაკლი ჩიქოვანი – 46,14 % – „ქართული ოცნება“
მალხაზ ჯალაღონია – 37,97 % – „ნაციონალური მოძრაობა“
2. აჭარა, N28 ბათუმის მაჟორიტარული ოლქი
რესან კონცელიძე – 41.41% – „ქართული ოცნება“
ლევან ვარშალომიძე – 36.31% „ნაციონალური მოძრაობა“
3. იმერეთი, N23 ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი
ზაზა ლომინაძე – 39.93% – „ქართული ოცნება“
გრიგოლ ვაშაძე – 36.5% – „ნაციონალური მოძრაობა“
4. შიდა ქართლი, N16 ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარული ოლქი
ზაალ დუგლაძე – 48.43% – „ქართული ოცნება“
ნატო ჩხეიძე – 31.05% – „ნაციონალური მოძრაობა“
5. ქვემო ქართლი, N12 რუსთავის მაჟორიტარული ოლქი
ნინო ლაცაბიძე – 49.03% – „ქართული ოცნება“
დავით კირკიტაძე – 30.13% – „ნაციონალური მოძრაობა“
6. კახეთი, N10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი
ირაკლი ქადაგიშვილი – 47.03% – „ქართული ოცნება“
გიორგი ბოტკოველი – 40.69% – „ნაციონალური მოძრაობა“

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მეორე ტური საარჩევნო კოდექსის მიხედვით პირველი ტურიდან 3 კვირაში ანუ 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები