ხაშურის ოლქში რეგისტრირებული 66,000 ამომრჩევლიდან, არჩევანი 31,132-მა გააკეთა

17:00 საათის მონაცემებით ხაშურის ოლქში რეგისტრირებული 66,000 ამომრჩევლიდან, არჩევანი 31,132-მა გააკეთა.

„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ პირობებში, ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. 66,000 ამომრჩევლიდან მონაწილეობა მიიღო 31,132-მა ამომრჩეველმა, ესაა 47%. საჩივრების რაოდენობა ჯერჯერობით ისევ ერთია. რაც შეეხება სპეციალურ უბნებს, 109-ე უბანზე ათივემ მიიღო მონაწილეობა, 53-ე უბანზე კი 145 ამომრჩევლიდან, 114-მა“, – განაცხადა ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარემ, იმედო ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები