„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
რიჟვაძე ასევე ამბობს, რომ არსებობს მობილიზების ამსახველი ვიდეომასალა.
„აჭარაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, არსებითი დარღვევების გარეშე, თუმცა, როგორც მოსალოდენელი იყო, უპასუხიმგებლო პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა, აგრძელებს დესტრუქციულ მოქმედებებს იმისთვის, რომ მოხდეს საარჩევნო პროცესის და მთლიანად არჩევნების დისკრედიტაცია. ბათუმში ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება და ამის ამსახველი შესაბამისი მასალაც იქნება გავრცელებული. ამავე დროს ყველას მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად მშვიდად და სტაბილურად გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი. ასევე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვეუბნებით მათ, რომ იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ პროვოკაციაზე, ნებისმიერ დესტრუქციულ ქმედებაზე და დესტაბილიზაციის მცდელობაზე. “ შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძე „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საიაში პირველი ნომერი და დეპუტატობის კანდიდატია.