დღეს საპარლამენტო არჩევნებია
დღეს საქართველოს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებს აირჩევს. ახალი პარლამენტი 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატითა და 30 მაჟორიტარით იქნება დაკომპლექტებული.
2020 წლის არჩევნები ბოლო საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება, რადგან საქართველოს კონსტიტუცია მომდევნო არჩევნებიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისიწინებს.
მეათე მოწვევის პარლამენტი მხოლოდ 30 მაჟორიტარი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულად ის კანდიდატები ჩაითვლებიან, რომლებიც ხმების ნახევარზე მეტს მიიღებენ. თუ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, მეორე ტური დაინიშნება.
მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს – 21 ნოემბერს ჩატარდება და მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებს.