“ მინდა ვუთხრა საზოგადოებას იმ არეულობის შესახებ რაც 31 ოქტომბერს არის მოსალოდნელი” – ენმ-ის ყოფილი წევრი პარტიას გაემიჯნა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი პარტიას უპირისპირდება. როგორც მართა ლობჟანიძე აცხადებს, ოპოზიციური პარტია არჩევნების დღეს ეცდება ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს, რაც მისთვის მიუღებელია სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება პარტია დატოვოს.

“მე ვარ ნაც. მოძრაობის ყოფილი აქტივისტი. ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე რომელიც აქტიურად იყო პარტიულ არჩევნებში ჩართული. მევალა ძირითადად ლოჯისტიკის თემები ანუ შიდასამზარეულო კარგად ვიცი. მინდა ვუთხრა საზოგადოებას იმ არეულობის შესახებ რაც 31 ოქტომბერს არის მოსალოდნელი. ამ მხრივ სრულად ვემიჯნები ნაცმოძრაობის, რომელიც მუდმივად არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. ჩემთვის მიუღებელია მუდმივად უპირისპირდებოდნენ ის ადამიანები ერთმანეთს, რომლებსაც გასაყოფი რეალურად არაფერი არააქვთ. ასევე მინდა ვუთხრა მათ ვინც აქტიურადაა ჩართული არჩევნებში, რომ მშვიდად ჩატარდეს ეს ყველაფერი და უთხრან ერთხელ და სამუდამოდ არა იმ მოძალადე რეჟიმს, რასაც რეალურად აპირებენ და გეგმავენ. იგეგმებოდა ძირითადად ყველა უბანზე არეულობა, წაგების შემთხვევაში ოპოზიცია ოფიციალურად ემზადებოდა არჩევნების ჩაშლისთვის და საარჩევნო უბნების გაუქმებისთვის და ჩემთვის ყოველგვარი ამგვარი ძალადობა მიუღებელია და სწორედ ამიტომ გავემიჯნე “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” პარტიას. ასევე იყო დაგეგმილი, რომ უნდა გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში, რათა მომხდარიყო უბნის ჩაშლა ან ბიულეტინების გაბათილება. ასევე საარჩევნო უბნებიდან იმ ადამიანების გამოყრა, ვინც ნეიტრალურად ერთვებოდა არჩევნებში და უბრალოდ აკვირდებოდა პროცესებს”,- გვითხრა მართა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიური პარტიის პროვოკაციული გეგმების შესახებ დღეს ბრიფინგზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები