ბადრი ესებუას მამა აცხადებს, რომ მედიით გავრცელებული კადრები, თითქოს ესებუა ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაზე გადაადგილდება, ძველია
ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი და ძებნაში მყოფი ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს, თითქოს მისი შვილი ორი დღის წინ გადაადგილდებოდა ქალაქის ცენტრში, არის ტყუილი.
ტარიელ ესებუამ გრიგოლიშში, ჟურნალისტებს ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გამოუტანა, რომელიც, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ესებუას აცვია.
„ხედავთ ამ ბოტასს, შეადარეთ ეს მაისურიც და ეს ჟილეტიც. ორი დღის წინ ეცმეოდა ხომ?! ორი დღის უკან ეს ტანსაცმელი და ეს ბოტასი ეცვაო, ესენი კი აქ არის. ეს ხომ არის ტყუილი?“,- განუცხადა ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს.
„მთავარმა არხმა“ ექსკლუზიურად გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელიც მედიასაშუალებების მტკიცებით, ორი დღის წინ არის გადაღებული და კადრებში ბადრი ესებუა ქალაქ ზუგდიდიში გადაადგილდება.