ნიკა მოლოდინაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ

“ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნიკა მოლოდინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

მოლოდინაშვილი სოციალურ ქსელში სურათსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ბადრი ესებუა 2019 წლის 4 ივლისის შემდეგ თავდაცვის ძალებში აღარ ირიცხება.

“ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულვებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას.
საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე”, – წერს ნიკა მოლოდინაშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები