“ბომონდის” კოვიდცენტრში ოთხმა ორსულმა იმშობიარა
ქუთაისში, „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ოპერაციის შედეგად, ხუთი ახალშობილი, მათ შორის, ტყუპი ვაჟი გაჩნდა.
„თითოეულ შემთხვევაში საკეისრო კვეთა ჩატარდა. განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ“, – აცხადებს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
ამასთან, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი კიდევ 13-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო ექვსი პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინო სივრცეში გადავიდა.
ამ დროისთვის კლინიკაში 77 კოვიდდადებითი პაციენტი რჩება.