გორის მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გორის მერიაში საფინანსო განყოფილების უფროსის მოადგილისგან, როგორც გორის მერი ამბობს, მისი ერთ-ერთი თანამშრომელიც დაინფიცირდა. მათი მდგომარეობა კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, სტაბილურია.
აღნიშნული შემთხვევის გამო საფინანსო განყოფილება მთლიანად თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტის პასუხებს კი ელოდებიან.