ენმ-ის კანდიდატს ზუგდიდიდან, მალხაზ ჯალაღონიას ზუგდიდის ბაზარში ეჩხუბნენ. ოპოზიციის კანდიდატი საარჩევნო გაზეთებს არიგებდა, როდესაც ადგილობრივებმა მას პრეტენზიები წაუყენეს და “ნაცმოძრაობის’ მიერ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულები გაახსენეს. იყვნენ ისეთებიც, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებამ პირადად დააზარალა. მალხაზ ჯალაღონია ხალხის პრეტენზიებმა გააღიზიანა. მათ მიერ დასმულ უამრავ კითხვაზე მას ერთადერთი პასუხი ჰქონდა – “მე წარსულით არ ვცხოვრობ, ვცხოვრობ მომავლით”.
კანდიდატი ჩვეული აგრესიით გამოირჩეოდა “რეგიონული კვირის” გადამღები ჯგუფის მიმართაც და არაერთხელ მოითხოვა, მისი საარჩევნო შეხვედრები არ გადაგვეღო.
იხილეთ ვიდეო