შიდა ქართლში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

შიდა ქართლში კორონავირუსით კიდევ 56 პირი დაინფიცირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განაცხადა.

„თბილისში 712 შემთხვევა, აჭარაში – 545, იმერეთში – 307, ქვემო ქართლში – 48, შიდა ქართლში – 56, გურიაში – 24, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 63, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4”,- განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთის, ქვეყანაში კორონავირუსის 32127 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელებულია- 12632, ხოლო გარდაცვლილია-238 პირი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები