რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს.
“დღეისთვის კორონავირუსის ერთი შემთხვევა გვაქვს და ის აქამდე ინფიცირებულის კონტაქტია.
ამ დროისთვის ცხელების ცენტრში 13 ადამიანის ტესტის პასუხს ველოდებით”, – განაცხადეს ცხელების ცენტრში.
ცნობისთვის, რუსთავის მე-7ე საჯარო სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდან.
რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 48 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები