1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 412 გამოჯანმრთელებული – კოვიდსტატისტიკა საქართველოში

დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით.
„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ -19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 26 503-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 412 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს – 10 163-ს. სამწუხაროდ, 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 193 გარდაცვალების შემთხვევა”-განაცხადა სიჭინავამ.

სტატისტიკა რეგიონების მიხედვით კი ასე გადანაწილდა:

  • თბილისში – 1034 შემთხვევა,
  • აჭარაში – 320,
  • იმერეთში – 258,
  • ქვემო ქართლში – 107,
  • შიდა ქართლში – 68,
  • გურიაში – 12,
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 49,
  • კახეთში – 37,
  • მცხეთა-მთიანეთში – 36,
  • სამცხე-ჯავახეთში – 18,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები