ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს ითხოვს
ზუგდიდის ცენტრში საქართველოს ბანკის ერთერთ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი. თავდამსხმელი არსებული ინფორმაციით, გამოსასყიდს 500 000 აშშ დოლარს ითხოვს.
იგი ასევე ითხოვს ვერტმფრენის საშუალებით სრული უსაფრთხოების დაცვით ტეიტორიიდან გაყვანას.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველმა ხანდაზმულ ადამიანებს ბანკის დატოვების საშუალება მისცა.
ამჟამად ბანკის შენობაში 19 მძევალი და ერთი თავდამსხმელი იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებულია ხელყუმბარითა და ცეცხლსასროლი იარაღით.
ადგილზე ამ დროისთვის, სამართალდამცველები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იმყოფებიან.