ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაციაა-ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა

ზუგდიდის ცენტრში გამსახურდიას გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალში შეირაღებული პირი შეიჭრა.

როგორც ბანკის ერთერთმა თანამშრომელმა ანი შონიამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ბანკში ერთი შეიარაღებული პირი დღის 13:00 საათზე შეიჭრა და რამოდენიმეჯერ უმისამართოდ გაისროლა.

“სპორტული აღნაგონის მამაკაცი, რომელიც 35-40 წლის იქნება აცვია სამხედრო ფორმა, აქვს თან სანადირო თოფი. შემოსვლიდან მალევე გაისროლა რამოდენიმეჯრტ და თქვა ყაჩაღობაა. მას კონკრეტული მოთხოვნა არ ჰქონია. ითხოვა მენეჯრთან შეხვედრა. მეორე სართულზე შეიყვანა ყველა თანამშრომელი და მე როგორ მოვასწარი გამოსვლა არ ვიცი. შიგნით არიან სავარაუდოდ მოქალაქეებიც”,- უთხრა ბანკის თანამშრომრლმა “რეგიონულ კვირას”.

ადგილზე არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები უსაფრთხოების მიზნით.

ამ ეტაპზე, ქალაქის ცენტრში სცეპოცერაცია 40 წუთზე მეტია მიმდინარეობს და მძევლების გამოყვანა ამ ეტაპამდე არ მომხდარა.

ქალაქის მიმდებარე პერიმეტრიდან ევაკუირებულია მოქალაქეები

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები