აჭარაში კოვიდინფიცირებული 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 40 წლის ქალი

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთი 40 წლის ქალია.

გარდაცვლილებს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდათ.

ამ დროისთვის გარდაცვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნაობდა.  ის კლინიკაში 19 ოქტომბერს შეიყვანეს. მისი დიაგნოზი იყო კოვიდ19,  ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და  თირკმლის ჭვალი.
თანმხლები დაავადება კი – შაქრიანი დიაბეტი და თანდაყოლილი ცერებრული დამბლა.

82 წლის ქალი გარდაიცვალა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში. მას კორონავირუსთან ერთად, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები და სომნოლენცია აღენიშნებოდა.
თანმხლები დაავადებები კი – თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია ჰქონდა.

2 გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში მკურნალობდა.
62 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე იყო.

65 წლის ქალს, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურში  10 ოქტომბერს შევიდა დიაგნოზით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თანმდევი დაავადებები – ფილტვის კიბო და ფილტვის ობსტრუქციული დაავადება ჰქონდა.

ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები