აჭარაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამივე მათგანს კორონავირუსტან ერთად თანმხლები დაავადებებიც აღენოშნებოდა.
,,გარდაიცვალა 3 პაციენტი: 88 წლის ქალი, დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, პნევმონია დაუზუსტებელი.
გართულება: სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ასევე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიში
60 წლის ქალი, დიაგნოზით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება კოვიდ19,ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, გულის გაჩერება მისი მოქმედების წარმატებული აღდგენით, პნევმონია დაუზუსტებელი,სუნთქვის მწვავე უკმარისობა,შოკის სხვა ფორმები. თანმხლები:ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი. მესამე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ორი გარდაცვლილის მსგავსად, მასაც თანმხლები დაავადებები აღენიშბებოდა”,-ნათქვამია განცხადებაში.