შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, – ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს შეკითხვაზე იღებს თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობას ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელზეც ასობით ადამანი დისტანციისა და პირბადის გარეშე იდგა.
“პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას. ჩვენ ვუყურეთ ბატონ გახარიას შეხვედრას და გადავწვიტეთ, რახან საქათველოს პრემიერ-მინისტრი ასეთ შეხვედრებს ატარებს, ესე იგი ყველას შეუძლია ჩაატაროს. საშიშროება ნამდვილად არის, მაგრამ სამწუხაროდ, ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში, ეხლა წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლრობის მილიონ ორასიათასამდე გაყარა ემიგრაციაში, უნდა ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმიც გააჩერეს, მთელი საქართველოც გააჩერეს, მეორე არის, ნუ რას იზამ, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და არ ველოდით, არ ვიცოდით ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა,” – განაცხადა ვაშაძემ.