342 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვალება – ეპიდვითარება აჭარაში

აჭარაში კორონავირისის 342 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი გარდაცვლილი – ასეთია გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ეპიდ სიტუაცია. აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით რეგიონში გამოჯანმრთელდა 169 პაციენტი.

“დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა.
აჭარაში ბინაზე 1200-მდე პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

სამწუხაროდ, გარდაიცვალა 2 პაციენტი, 63 წლის კაცი. რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი
დიაგნოზი- კოვიდ 19, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, შოკი.
მეორე გარდაცვლილი კი 55 წლის ქალია, რომელიც ბათუმის სამედიცინო ცენტრი მკურნალობდა. მისი
დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია დაუზუსტებელი, გულის გაჩერება. ჰიპერტონული დაავადება, თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი. სამწუხაროდ პაციენტების გადარჩენა ვერ მოხერხდა”,-განაცხადა ნონა ეფაძემ
აჭარაში კლინიკებში კორონავირუსით 567 პირი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები