გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა ოთხი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 207 პირი. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
,,აჭარაში 207 კოვიდ დადებითი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ხოლო 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე მინდა ავღნიშნო რომ დამატებითი ადგილები გაიხსნა ბათუმში სადაც კორონავიუსის მქონე პაციენტები მოთავსდებიან. ნებისმიერი პირი ვისაც აქვს ტემპერატურა აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ 112 ან ოჯახის ექიმს. ინფიცირებულებს შორის არ არიან მედიკოსები. კლინიკური თვალსაზრისით თბილისიდან ველოდებით მედიკოსების დამატებით ჯგუფს“,-განაცხადა ნონა ეფაძემ
აჭარში Covid კლინიკებში მკურნალობას 550 პაციენტი გადის. მათ შორისაა 15 არასრულწლოვანი და 26 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია – 53 პირი. Covid სასტუმროებში- 763 მოქალაქე იმყოფება. ბინაზე 900-მდე პირი რჩება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.