აჭარაში კორონავირუსით კოდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებული პაციენტი ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” მკურნალობდა.
მედიკოსების თქმით, 55 წლის კაცი კლინიკაში შეყვანისას უკვე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. ასევე ჰქონდა ორმხრივი ბრინქოპნევმონია, რესპირაციული დისტრესსინდრომი.
“კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. აღებული იქნა ნიმუში PCR კვლევისთვის, დადასტურდა COVID -19. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, მკურნალობა წარიმართა გაიდლაინის შესაბამისად, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადეს ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში”.
ცნობისთვის, დღეს დილით კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 12 272-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილების – 93-მდე.