აჭარაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“გარდაიცვალა 81 წლის კაცი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 სექტრემბერს მოთავსდა. მისი დიაგნოზი COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: ალცეჰიმერი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაიცვალა ასეცე 69 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 30 სექტემბერს. დიაგნოზით- COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხმლები დაავადებებით- შაქრიანი დიაბეტი 2, არტერიული ჰიპერტენზია.
გარდაიცვალა 67 წლის კაცი. ისიც როგორც ორი გარდაცვლილი რესპუბლიკურ საავდმყოფოში იმყოფებოდა. მისი დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი,გულის ქრონიკული უკმარისობა იყო”,-განაცხადა გია კიკაბიძემ