აჭარაში კორონავორუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.
“გარდაიცვალა 65 წლის ქალი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 8 ოქტომბერს. დიაგნოზით COVID -19, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თირკმლის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ასევე გარდაიცვალა 76 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 27 სექტემბერს დიაგნოზით COVID -19, პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის ათერესკლეროზული დაავადება, გულის და თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
ასევე 80 წლის ქალი, დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, აორტის სარქველის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
90 წლის ქალი, რომელსაც აღენისბებოდა COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი, აორტის სარქველის სინდრომი”,-განაცხადა გია კიკაბიძემ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავამყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში 44 პაციენტი იმყოფება. აქედან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.