აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 199 გამოჯანმრთელდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 222 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 199 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

ნონა ეფაძის თქმით, დღეის მონაცემებით ყველა შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირია.

“მინდა დავიწყო იმით, რომ აჭარაში გამოჯანმრთელდა 199 კოვიდდადებითი პაციენტი. დაინფიცირდა 222 პირი, ისინი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირები არიან, ვირუსის გავრცელების არეალი ძირითადად ბათუმია” – განაცხადა ნონა ეფაძემ.

ცნობისთვის, აჭარში მკურნალობას გადის 539 პაციენტი, მათ შორისაა 13 არასრულწლივანი და 22 ორსული.
რეანიმაციაში მოთავსებულია 45 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები