კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს პროვოკატორები და “მოგზავნილები” უწოდა

დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო კარაბულახში კახა ოქრიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრა ინციდენტის ფონზე წარიმართა. მაჟორიტარობის კანდიდატმა რამდენიმე მედისაშუალებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უფლება არ მისცა. ოქრიაშვილის თანმხლებმა პირებმა ტელეკომპანია იმედის ოპერატორს ხელ ჰკრეს და კამერას წინიდან ჩაარტყეს.  კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს პროვოკატორები და “ქართული ოცნების” “მოგზავნილი” ტელევიზიები წოდა. მისი თქმით, “რეგიონული კვირა” “იმედი” “რუსთავი 2” და “პოსტვ” ადგილზე არეულობის გამოსაწვევად იმყოფებოდნენ.
კახა ოქრიაშვილი ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებდა თუმცა, მოგვიანებით ადგილი უკომენტაროდ დატოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები