ილია ფილფანის მშობლებმა მოზარდის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 50 000 ლარი დააწესეს

მესტიაში გაუჩინარებული  ილია ფილფანის ოჯახი მოზარდის შესახებ ინფორმაციის მქონე პირს ჯილდოდ 50 000 და 30 000 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ 13 წლის მოზარდის მშობლებმა მედიაჰოლდინგ “კვირას”
პრესკლუბში განაცხადეს.
მათი თქმით, სამძებრო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით. ინტენსიურად მიმდინარეობს თუმცა, ძიებას ინფორმაციის ნაკლებობა აფერხებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ოჯახმა ინფორმაციისთვის დამატებით ჯილდო დააწესოს.

“2,5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს შვილს ვეძებთ. გამოძიება გრძელდება, ბავშვის გაუჩინარების ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება. საძიებო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზემო სვანეთის რეგიონს – ადგილს, სადაც ილია უკანასკნელად ნახეს და მესტია-ჯვრის მაგისტრალს. ინფორმაციის ნაკლებობა სამუშაოებს აფერხებს, ამიტომ გვსურს, ძებნაში დახმარებისთვის გამოვაცხადოთ ჯილდო. თუ კი იცით, სად არის ამჟამად ბიჭი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ. ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს – 30 000 ლარის ოდენობით. ჩვენთან კონტაქტი შესაძლებელია ტელეფონის, ფოსტის, სოციალურ ქსელში – აკაუნტების მეშვეობით, შუამავლების დახმარებით ან თქვენთვის ხელსაყრელი ნებისმიერი გზით. ჩვენ ვიძლევით კონფიდენციალობის გარანტიას და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი ოჯახი თქვენ დევნას არ დაიწყებს”,- განაცხადა დაკარგული მოზარდის მამამ.

ოჯახმა საკონტაქტო ინფორმაციაც გაავრცელა, რომელზეც ინფორმაციის არსებობის შემთხვევასი მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ.

ტელეფონი: 555 14 51 31 – დავითი
551 66 66 68 – ალეკო
WATSAPP: +7 701 720 30 51
E-mail : pilpani@mail.ru
Facebook: Рогальд Пилпани
Ксения Пилпани
Instagram: kseniya_pilpani

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები