გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 209 კოვიდდადებითი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მედიას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნონა ეფაძემ განუცხადა.
“ბოლო დღეებია, აჭრაში კლინიკური ექსპერტების ჯგუფი იმყოფება, ისინი პაციენტების ჯანმრთელობის მონიტორინგს ახორციელებენ. პაციენტების მდგომარეობის შეფასებით გადაყვანა ხდება სხვადასხვა დაწესებულებებში. დღეის მდგომარეობით კოვიდ კლინიკებში ადგილების პრობლემა არ გახლავთ. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 5 საკარანტინე სივრციდანაა, უმრავლესობა კი დადასტრებული შემთხვევების ახლო კონტაქტებია. ინფიცირებულები ძირითადად ბათუმისა და ხელვაჩაურის რამდენიმე სოფლიდანაა.
ვითარება რთულია, თუმცა კონტროლირებადი. მთავარი ის არის, რომ ყველა გამოვლენილი შემთხვევის კლინიკური მართვა ხდება“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.
აჭარში კოვიდკლინიკებში მკურნალობას 470 პაციენტი გადის. აქედან 19 არასრულწლივანი, 20 კი ოსრულია.