იმერეთში კოვიდინფიცირების 44 შემთხვევა დადასტურდა

იმერეთში კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან უმეტესობა ქუთაისის კლასტერია, მათ შორისაა მერიის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელი. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლირებადია.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორნავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის მერიის თანამშრომელს. ახალ შემთხვევებს შორისაა ინფიცირებული ბავშვებიც. სამწუხაროდ, ორი სკოლა უკვე გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. ყველა კონტაქტი გადაყვანილია იზოლაციაში”,- განაცხადა შალამბერიძემ.
ამ დროისთვის, იმერეთში 300-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი გადის მკურნალობას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები