გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 370 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი კი გარდაიცვალა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განცხადებით, 90 წლის კაცი, სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში 22 სექტემბერს შეიყვანა. მისი თქმით, პაციენტს პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებოდა.
“პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: პარკინსონის დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”-განაცხადა გია კიკაბიძემ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე რეგიონში 7 კოვიდ ცენტრი ფუნქციონირებს.
“აჭარაში პაციენტების მიღებაში როგორც იცით ჩართულია 7 კოვიდ კლინიკა. კოვიდ კარანტინებში 735 პაციენტი არის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, აქედან 75 არის ბავშვი. საერთო ჯამში კლინიკებში გვაქვს 450 თავისუფალი ადგილი. კლინიკური მონიტორინგისათვის თბილისიდან ექსპერტების ჯგუფი მუშაობენ, თითოეული შემთხვევის გამოვლენისას ექიმების ჯგუფი ახლო კონტაქტების განსაზღვრას ახდენენ. მინდა გაცნობოთ, რომ 24 საათის განმავლობაშ გამოჯანმრთელდა 211 კოვიდ დადებითი პაციენტი.“-განაცხადა ნონა ეფაძემ.
აჭარში სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას გადის 462 პაციენტი, მათ შორისაა 14 არასრულწლივანი და 19 ოსრული. რეანიმაციაში მოთავსებულია – 23 პაციენტი.