აჭარაში მეხანძრე-მაშველებმა მეწყერის შედეგად დაღუპული მეოთხე ცხედარი ამოიყვანეს.
მამაკაცი ერთი ოჯახის მეორე გარდაცვლილი წევრია.
დაკარგულია ასევე ოჯახის მცირეწლოვანი წევრი. ბავშვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
სამძებრო სამუშაოებში 200 მაშველი-მეხანძრეა ჩართული, რომლებიც თითქმის 20 საათია სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ საცხოვრებელი სახლიო წაიღო, სადაც 3 ადამიანი იმყოფებოდა, ასევე წაიღო მანქანა, რომელშიც 2 ახალგაზრდა იმყოფებოდა.