ხელვაჩაურში, მეწყრის დროს დაკარგულ მანქანაში 2 ცხედარი იპოვეს.
მეწყერი სოფელ ჯოჭოში გუშინ, გვიან ღამით განვითარდა. სტიქიის შედეგად მიწამ საცხოვრებელი სახლი ჩაიტანა, სადაც სამი პირი იმყოფებოდა. მათ შირისაა არასრულწლოვანი.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.