საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გარდაცვლილი 61 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გურიიდან იყო გადაყვანილი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 6 192-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 3 120 პაციენტი.