კორონავირუსით 38-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 61 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პაციენტი  რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 სექტემბერს, ღამით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა, დიაგნოზით – კოვიდ 19. უწყების ცნობით პაციენტს  ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა და გულის უკმარისობა აღენიშნებოდა .

,,პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა”-ნათქვამია განცხადებაში

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები