გორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით „ნისანის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამანი .
„რეგიონული კვირის“ ინფორმაციით ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორში გადაიყვანა. როგორც „რეგიონულს კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება სსკ- ის 278-ე მე-8 მუხლით დაიწყო.