აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ორივე, მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
“65 წლის პაციენტი, მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათ ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდათ.
პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ ერთ-ერთი პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად, მას ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მიოკარდიომის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი, ორმხრივი ჰიდროთორაქსი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, 70 წლის მამაკაცი, ასევე მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას აღენიშნებოდა ცხელება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს გადატანილი ჰქონდა: ინსულტი, ვეგატატიური სტატუსი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.