საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი ხვალიდან მთლიანად შეჩერდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
„წერტილოვან შეზღუდვებზე გვქონდა საუბარი. ხვალ, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე, ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.