აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა.
„გარდაცვლილი სამწუხაროდ 70 წლის პიროვნებაა, მას გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და კლინიკაში შევიდა კრიტიკული სიტუაციით. გარდაცვლილი აჭარაშია. რეგიონში ამ დროისთვის 497 პაციენტი არის სტაციონარში, მათგან 70- მდე მძიმე. ზოგადად ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია. დღეს დილით კი ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა”, – განაცხადა გამყრელიძემ.
აჭარაში კორონავირუსით ჯამში 5 პაციენტი გარდაიცვალა.