ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.
ფაქტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. გარდაცვლილი ინსულტის დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, რამდენიმე დღის წინ მას კორონავირუსიც დაუდასტურდა, რის შემდეგაც იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ექიმის თქმით, პაციენტი ინფიცირებული იყო, თუმცა ის მძიმე ხარისხის ინსულტის გამო გარდაიცვალა.
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლამდე ქალიც გარდაიცვალა, რომელიც ასევე ბათუმიდან იყო.