“ქართული ოცნება” დღეს ჭიათურაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს
მმართველი პარტია დღეს ჭიათურის მოსახლეობას საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს პაატა კვიჟინაძეს და ხარაგაულის მერობის კანდიდატს კობა ლურსმანაშვილს წარუდგენს.
წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.