გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარებული 4000-მე მეტი PCR ტესტიდან, კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
მათი ცნობით, კარანტინში მეთვალყურეობას 223 საეჭვო პაციენტი გადის.
გასული ორი დღის განმავლობაში კოვიდკლინიკა და საკარანტინე სივრცე 26-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტრმა დატოვა.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმაც დაიწყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებეში 500-მდე საწოლია მობილიზებული და რეგიონში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ამ დროისთვის, ბათუმის კოვიდცენტრებში 341 პაციენტი მკურნალობს.