თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის გასასვლელ-შესასვლელებში მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო პროაქტიულად მოვახდინოთ თერმოსკრინინგი მთლიანად ქალაქში, შესაბამისად მოეწყობა თერმოსკრინინგის პუნქტები, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა, თუმცა ეს არ ნიშნავს არანაირ დამატებით საკარანტინო ღონისძიებების შემოღებას ქალაქში, ანუ ბათუმი და აჭარა არ იკეტება და არ განიხილება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ღონისძიებების ან თუნდაც საკარანტინო ზომების მიღება“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს აჭარაში კორონავირუსის 144 შემთხვევა დაფიქასირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები