აჭარაში, მოხუცთა თავშესაფრის ხუთ ბენეფიციარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მათი ინფიცირების წყარო უცნობია.
ამ წუთებში მოხუცთა თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული და სხვა თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
მედიკოსების განცხადებით, ყველა ინფიცირებულთან ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობისთვის, თავშესაფარში საერთო ჯამში 120 მობინადრეა.