ნათია თურნავა: ქორწილი ერთერთი ყველაზე ბედნიერი დღე უნდა იყოს და არა – რომელიმე კლასტერის შექმნის ღონისძიება
“ქორწილი წყვილის ცხოვრებაში ერთერთი ყველაზე ბედნიერი დღე უნდა იყოს და არა – რომელიმე კლასტერის შექმნის ღონისძიება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სარიტუალო ღონისძიებებთან დაკავშირებული შეზღუდვები სრულიად რაციონალურია და ახლა მოვითხოვთ, რომ პროტოკოლები იყოს მკაცრად შესრულებული, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის დაცვის ღონისძიებაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.