ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში მყოფი მოქალაქე სასტუმროდან გადახტომით იმუქრება

ბათუმში ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში მყოფი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტომით იმუქრება. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით,  მოქალაქემ პოლიცია თავად გამოიძახა.
სასტუმრო “Batumi L”-ის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ის 8 დღეა კარანტინში იმყოფება და პრეტენზია მხოლოდ კვებასთან დაკავშირებით ჰქონდა.
ცნობისთვის, სასტუმროში კარანტინის რეჟიმში 700 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები